-
გაუქმების პოლიტიკა
მოგესალმებით და მადლობა, რომ ირჩევთ Batumi Apartment-ს. გთხოვთ, გაეცნოთ ჯავშნის გაუქმების პირობებს:
დაბრუნებადი ტარიფი
- უფასო გაუქმება და სრული ანაზღაურება:
თუ ჯავშნის გაუქმება მოხდება ჩექინამდე არაუგვიანეს 1 დღისა, თანხა სრულად დაგიბრუნდებათ. - ნაწილობრივი ანაზღაურება:
ჩამოსვლამდე 1 დღის შუალედში გაუქმების შემთხვევაში, გაუქმების საკომისიო იქნება ჯავშნის პირველი ღამის ღირებულება. - No Show-ს შემთხვევაში არ გამოცხადების საკომისიო გაუქმების საკომისიოს ტოლია.
არადაბრუნებადი ტარიფი
ყველა ჯავშანი, რომელიც ხორციელდება ამ ტარიფის ფარგლებში, არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ეს ნიშნავს, რომ გაუქმების, ცვლილების ან სტუმრის არ გამოცხადების შემთხვევაში, თანხა არ ბრუნდება, მიუხედავად გაუქმების მიზეზისა.
- ჯავშნის ცვლილება:
ჯავშნის თარიღების შეცვლა ან კორექტირება არ არის გარანტირებული და დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე. შესაძლოა გათვალისწინებული იყოს დამატებითი გადასახადები. - სტუმრის არ გამოცხადება (No-show):
სტუმრის მიერ ჩასვლის დღეს გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ჯავშანი გაუქმებულად ითვლება და გადახდილი თანხა არ ბრუნდება.
განსაკუთრებული გარემოებები:
გაუქმება განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში (მაგ. ავადმყოფობა, ფრენის გაუქმება, სტიქიური უბედურება) შეიძლება განხილული იყოს ინდივიდუალურად. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ რაც შეიძლება სწრაფად.სტუმრის უკმაყოფილება:
სტუმრის მიერ უკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ ჩამოსვლიდან 24 საათის განმავლობაში.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პრობლემის სწრაფად მოსაგვარებლად.თუ ჯავშანი ადგილზე არსებული სერიოზული ხარვეზების გამო უქმდება, რაც დასაბუთებულია და ემთხვევა წინასწარ აღწერილ პირობებთან შეუსაბამობას, შეიძლება გაუქმება განხორციელდეს სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურებით. ასეთ შემთხვევაში თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად.
თანხის დაბრუნება:
თანხის დაბრუნება მოხდება იმავე მეთოდით, რომლითაც განხორციელდა გადახდა, გაუქმებიდან 5 სამუშაო დღეში - უფასო გაუქმება და სრული ანაზღაურება:
